---
title: "მუხლი 212. მოგების ან ზარალის აუღიარებლობა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/212"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "212"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 212. მოგების ან ზარალის აუღიარებლობა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 212 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/212

1. დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისას არანაირი მოგება ან ზარალი მხედველობაში არ მიიღება, თუ ხდება:
ა) აქტივების გადაცემა მეუღლეებს შორის;
ბ) აქტივების გადაცემა ყოფილ მეუღლეებს შორის განქორწინების დროს;
გ) აქტივების არანებაყოფლობითი განადგურება ან ჩამორთმევა, თუ ხდება მისგან მიღებული შემოსავლების რეინვესტირება მსგავსი ხასიათის აქტივში განადგურების ან ჩამორთმევის განხორციელების წლის მომდევნო 2 წლის დასრულებამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესაცვლელი აქტივების ღირებულება განისაზღვრება შემცვლელი აქტივების ღირებულების გათვალისწინებით განადგურების ან ჩამორთმევის მომენტისათვის.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაცემული აქტივების ღირებულებად ითვლება გარიგების მომენტში მოცემული აქტივის ღირებულება გადამცემი მხარისათვის.

4. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კოდექსის XXV თავის შესაბამისად ექვემდებარება ამორტიზაციას ჯგუფური მეთოდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ერთდროულად ხდება ჯგუფის ყველა აქტივის გადაცემა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/211.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/213.md
