---
title: "მუხლი 222. ნებაყოფლობითი რეგისტრაცია — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/222"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "222"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 222. ნებაყოფლობითი რეგისტრაცია — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 222 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/222

1. პირს, რომელიც არ არის ვალდებული გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად, შეუძლია ნებაყოფლობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მოთხოვნით.

2. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ტარდება რეგისტრაციაში, გადასახადის გადამხდელად ითვლება მის მიერ რეგისტრაციის თაობაზე განცხადებაში დაფიქსირებული თარიღიდან, მაგრამ არა უადრეს ნებაყოფლობით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღისა და არა უგვიანეს ამ კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული ვადებისა.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/221.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/223.md
