---
title: "მუხლი 224. რეგისტრაციის გაუქმება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/224"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "224"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 224. რეგისტრაციის გაუქმება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 224 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/224

1. დღგ - ის გადამხდელის , მათ შორის , საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების , დღგ - ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება :
ა ) საწარმოს / ორგანიზაციის ლიკვიდაციისას ;
ბ ) ფიზიკური პირის გარდაცვალებისას ;
გ ) ამ კოდექსის 221- ე მუხლის პირველი ნაწილის „ გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწოდების განუხორციელებლობისას .

2. გადასახადის გადამხდელს, თუ მის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა დღგ-ის გარეშე არ აღემატება 100 000 ლარს, შეუძლია მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 2 წლის გასვლის შემდეგ.

3. რეგისტრაციის გაუქმება ძალაში შედის გაუქმების მოთხოვნით მიმართვის ან/და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ვალდებულების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132
თავი XXXI
დაბეგვრის ობიექტი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/223.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/225.md
