---
title: "მუხლი 225. დაბეგვრის ობიექტი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/225"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "225"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 225. დაბეგვრის ობიექტი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 225 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/225

1. დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია:
ა) დასაბეგრი ოპერაცია;
ბ) დასაბეგრი იმპორტი;
გ ) დასაბეგრი დროებით შემოტანა ამ კოდექსის 241 1 მუხლის მიხედვით .

2. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) ამ კოდექსის 239-ე ან 240-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის, უსასყიდლოდ (გარდა, ამ კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა);
ბ) დღგ-ით შეძენილი საქონლის/მომსახურების გამოყენება არაეკონომიკური საქმიანობისათვის, თუ ამ საქონელზე/მომსახურებაზე გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა;
გ) გადამხდელის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდება თავისი თანამშრომლებისათვის კომპენსაციით ან მის გარეშე;
დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში საქონლის ნაშთი, რომელზედაც გადამხდელს მიღებული ან მისაღები აქვს ჩათვლა, განიხილება როგორც დღგ-ის დასაბეგრი მიწოდება;
ე) საქონლის ექსპორტი;
ვ) ამხანაგობაში ქონებაზე უფლების (წილის) სანაცვლოდ ქონების რეგისტრაცია. აღნიშნულ შემთხვევაში ქონების რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად.

3. დასაბეგრ ოპერაციად არ ჩაითვლება:
ა) აქტივების მიწოდება საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევაში;
ბ) აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში;
გ) ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში საგადასახადო ორგანოების მიერ ქონების რეალიზაცია.

4. საბრუნავი ( მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული ) დასაბრუნებელი ტარის ღირებულება არ შეიტანება გადასახადით დასაბეგრ თანხაში , გარდა საცალო ვაჭრობისა , სადაც დასაბეგრი ბრუნვა მცირდება იმ თანხით , რომელსაც გამყიდველი უხდის მომხმარებელს ტარის დაბრუნების დროს . თუ აღნიშნული ტარა საქონლის მიწოდებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში არ დაბრუნდა , იგი რეალიზებულად ჩაითვლება და დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით .
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/224.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/226.md
