---
title: "მუხლი 226. საწარმოს მიწოდების დაბეგვრა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/226"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "226"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 226. საწარმოს მიწოდების დაბეგვრა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 226 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/226

1. დღგ-ის გადამხდელის მიერ საწარმოს ყველა აქტივის ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში დღგ-ის მეორე გადამხდელისათვის არ ითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამ მუხლის მიზნებისათვის, დამოუკიდებლად მოქმედ ქვედანაყოფად ითვლება ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობა, რომელიც ამა თუ იმ სახის პროდუქციის დამოუკიდებლად გამოშვების ან მომსახურების გაწევის საშუალებას იძლევა და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირების შესაძლებლობა არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დებულება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ მიმწოდებელი და მიმღები მხარეები მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებენ საგადასახადო ორგანოს ასეთი მიწოდების შესახებ .
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
თავი XXXII
დასაბეგრი ოპერაციის და დასაბეგრი იმპორტის განსაზღვრა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/225.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/227.md
