---
title: "მუხლი 227. დასაბეგრი ოპერაციის თანხა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/227"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "227"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 227. დასაბეგრი ოპერაციის თანხა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 227 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/227

1. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე:
ა) თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს მიიღოს საქონელი/მომსახურება;
ბ) თუ საქონელი/მომსახურება გამოიყენება არაეკონომიკური საქმიანობისათვის, რომელზედაც პირს მიღებული აქვს ჩათვლა, ან გადასახადის გადამხდელი საქონელს/მომსახურებას მიაწოდებს თავის თანამშრომლებს;
გ) ამ კოდექსის 22-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დ) საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.

3. საერთაშორისო კავშირგაბმულობის მომსახურებისას დასაბეგრ თანხაში არ გაითვალისწინება კავშირგაბმულობის საწარმოების მიერ უცხოური საწარმოსათვის გაწეული მომსახურებიდან მიღებული თანხა .

4. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება რეგისტრაციის გაუქმების მომენტში არსებული იმ საქონლის საბალანსო ნაშთით, რომელზედაც გადამხდელს დღგ აქვს ჩათვლილი ან ჩასათვლელი.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/226.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/228.md
