---
title: "მუხლი 232. საქონლის / მომსახურების დაბეგვრა , რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/232"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "232"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 232. საქონლის / მომსახურების დაბეგვრა , რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 232 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/232

საქონლის/მომსახურების მიწოდება, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამასთანავე, თუ რომელიმე უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიმართ გამოიყენება განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმი, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, ამ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის დაადგინოს ანალოგიური დაბეგვრის რეჟიმი. ასეთ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა რომელიმე ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის მიმართ დაადგენს განსხვავებულ დაბეგვრის რეჟიმს, ამ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის მიწოდებული საქონლის/მომსახურების მიმართ გამოიყენება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი დაბეგვრის რეჟიმი.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/231.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/233.md
