---
title: "მუხლი 233. საერთაშორისო გადაზიდვების დაბეგვრა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/233"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "233"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 233. საერთაშორისო გადაზიდვების დაბეგვრა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 233 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/233

1. დღგ - ის ნულოვანი განაკვეთით იბეგრება :
ა ) ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების მიწოდება ;
ბ ) მგზავრების საერთაშორისო გადაყვანის მომსახურების მიწოდება ;
გ ) ამ ნაწილის „ ა “ და „ ბ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების მიწოდება :
გ . ა ) საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის , მგზავრის ან / და სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან / მიღებასთან დაკავშირებით აეროპორტების , ნავსადგურების , სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება ;
გ . ბ ) საერთაშორისო გადაზიდვების აერო ან საზღვაო სანავიგაციო , სადისპეტჩერო ან / და საინფორმაციო მომსახურება ;
გ . გ ) ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების საექსპედიტორო მომსახურება ;
გ . დ ) საერთაშორისო გადაზიდვების ტვირთისა და ბარგის დოკუმენტაციის მომზადების , ინსპექტირების , დათვალიერების , სატრანსპორტო დამუშავების ( მათ შორის , დატვირთვისა და გადმოტვირთვის ), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება ;
გ . ე ) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის მომსახურება ;
გ . ვ ) აეროპორტებისა და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა მომსახურება , რომლის ღირებულება შედის საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთის ფასში ;
გ . ზ ) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება .

2. საერთაშორისო საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე საავიაციო საწვავის , საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების მიწოდება იბეგრება დღგ - ის ნულოვანი განაკვეთით . საერთაშორისო საავიაციო რეისების განსახორციელებლად განკუთვნილი საავიაციო საწვავის , საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას გადაიხდევინება დღგ ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ დაიტოვება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტია . იმპორტიორს უბრუნდება დღგ - ის გადახდილი თანხა ან უქმდება გარანტია საერთაშორისო საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული ამ საქონლის მოცულობის მიხედვით .

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი დღგ - ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს ფინანსთა მინისტრი .

4. საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე საწვავისა და საპოხი საშუალებების მიწოდება იბეგრება დღგ - ის ნულოვანი განაკვეთით . საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად განკუთვნილი საწვავისა და საპოხი საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას გადაიხდევინება დღგ ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ დაიტოვება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარანტია . იმპორტიორს უბრუნდება დღგ - ის გადახდილი თანხა ან უქმდება გარანტია საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული ამ საქონლის მოცულობის მიხედვით . საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით .
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2955 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.84
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/232.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/234.md
