---
title: "მუხლი 244. აგენტის ოპერაციები — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/244"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "244"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 244. აგენტის ოპერაციები — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 244 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/244

1. საქონლის/მომსახურების მიწოდება პირის მიერ, რომელიც არის სხვა პირის აგენტი (რწმუნებული), განიხილება როგორც ამ სხვა პირის (რწმუნებლის) ოპერაციები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ეხება აგენტის მიერ იმ პირისათვის (რწმუნებლისათვის) გაწეულ მომსახურებას, რომლის აგენტიცაა.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ეხება საქართველოში არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი აგენტის მეშვეობით საქონლის მიწოდებას, როცა ეს არარეზიდენტი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად საქართველოში. ამ შემთხვევაში დღგ-ით დაბეგვრის მიზნით მიწოდება ითვლება აგენტის მიერ განხორციელებულად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/243.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/244-1.md
