---
title: "მუხლი 249. დეკლარაციის წარდგენა და დღგ - ის გადახდა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/249"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "249"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 249. დეკლარაციის წარდგენა და დღგ - ის გადახდა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 249 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/249

1. დღგ-ის გადამხდელი ვალდებულია:
ა) რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;
ბ) ყოველ საანგარიშო პერიოდზე დეკლარაციის წარსადგენად დადგენილ ვადაში გადაიხადოს დღგ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც გადასახადის გადამხდელად ითვლება მხოლოდ საქონლის იმპორტისას ან/და ამ კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით უკუდაბეგვრისას.

3. დასაბეგრ იმპორტზე დღგ-ის დარიცხვასა და გადახდევინებას აწარმოებენ საბაჟო ორგანოები ამ კოდექსისა და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/248.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/250.md
