---
title: "მუხლი 252¹. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ - ის თანხის დაბრუნება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/252-1"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "252^1"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 252¹. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ - ის თანხის დაბრუნება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 252¹ (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/252-1

1. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შეძენილი საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას უფლება აქვთ დაიბრუნონ ამ საქონლისათვის გადახდილი დღგ - ის თანხა .

2. დღგ - ის თანხის დაბრუნება ხდება საქონლის უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გამოწერილი სპეციალური ქვითრის საფუძველზე , რომელიც არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის , მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი .

3. დღგ - ის თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ :
ა ) საქართველოს ტერიტორიიდან საქონლის გატანა ხორციელდება მისი შეძენიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში ;
ბ ) შეძენილი საქონლის ღირებულება ერთი ქვითრის მიხედვით აღემატება 400 ლარს ( დღგ - ის გარეშე ).

4. დღგ-ის თანხის დაბრუნების წესს, კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქონლის უფლებამოსილი გამყიდველი, აგრეთვე იმ საქონლის ნუსხას, რომელზედაც არ ვრცელდება ეს მუხლი, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1910 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.220
კარი XI
აქციზი
თავი XXXVIII
აქციზი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/252.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/253.md
