---
title: "მუხლი 252. დღგ-ის ჩათვლა ან დაბრუნება გრანტებით შეძენილ საქონელზე — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/252"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "252"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 252. დღგ-ის ჩათვლა ან დაბრუნება გრანტებით შეძენილ საქონელზე — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 252 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/252

1. გრანტის მიმღებ პირს, რომელიც „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ყიდულობს გრანტის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საქონელს ან/და ამავე საწყისებზე იღებს მომსახურებას, უფლება აქვს ამ კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისათვის, თუ მომსახურებისათვის გადახდილი დღგ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან ამ კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად გადახდილი დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.

2. დღგ-ის ჩათვლა ან დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადება საგადასახადო ორგანოს წარედგინება დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან 3 თვეში. ამ კოდექსის 251-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მოთხოვნები გამოიყენება ამ მუხლის მიმართაც.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/251.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/252-1.md
