---
title: "მუხლი 257. დასაბეგრი ოპერაციისა და დასაბეგრი იმპორტის დრო — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/257"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "257"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 257. დასაბეგრი ოპერაციისა და დასაბეგრი იმპორტის დრო — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 257 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/257

1. საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდებისას ან/და საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანისას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება აქციზური საქონლის მიწოდების ან/და საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტი.

2. ამ კოდექსის 255-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება აქციზური საქონლის გადაცემის მომენტი.

3. აქციზური საქონლის იმპორტის შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით იმპორტის განხორციელების დრო.

4. ამ კოდექსის 255-ე მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის გამოყენების დაწყების დრო;
ბ) „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით ექსპორტის განხორციელების დრო;
გ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება აქციზური საქონლის მიწოდების მომენტი;
დ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2955 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.84
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/256.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/258.md
