---
title: "მუხლი 26³. საერთაშორისო საწარმო — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/26-3"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "26^3"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26³. საერთაშორისო საწარმო — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 26³ (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/26-3

1. საერთაშორისო საწარმო არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო , რომელსაც ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს საერთაშორისო საწარმოს სტატუსი .

2. უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მომავალი კალენდარული წლებისათვის , ხოლო ასეთი საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში რეგისტრაციასთან ერთად მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება საერთაშორისო საწარმოს სტატუსი და გაიცემა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი , გარდა იმ შემთხვევებისა , როდესაც საერთაშორისო საწარმოს სტატუსი ამ მუხლის მე -3 ნაწილის საფუძველზე ექვემდებარება გაუქმებას .

3. საწარმოს საერთაშორისო საწარმოს სტატუსი უქმდება იმ საანგარიშო წლისათვის , როდესაც :
ა ) ამ საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი წარადგენს განცხადებას საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმების თაობაზე ( საანგარიშო წლის მითითებით );
ბ ) ამ საწარმოს მიერ თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის / მომსახურების მიწოდება განხორციელდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ საქართველოს ტერიტორიაზე ;
გ ) ამ საწარმოს მიერ საქონლის / მომსახურების მიწოდება განხორციელდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე პირზე ;
დ) ამ საწარმოსთვის მომსახურების მიწოდებას განახორციელებს საერთაშორისო საწარმოს სტა-ტუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, გარდა:
დ.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის ან/და ადმინისტრაციის მიერ დაცვის მომსახურების გაწევისა ან/და ქონების ქირით ან იჯარით გადაცემისა;
დ.ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, კანალიზაციის, აუდიტორული ან/და საკონსულტაციო მომსახურებისა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ოპერაციების განხორციელებისა ან/და ფინანსური მომსახურების გაწევისა, აგრეთვე ძირითად საშუალებათა დადგმისა, მონტაჟისა ან/და მშენებლობის მომსახურების გაწევისა;
დ.გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა.

3¹. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებაც საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოსთვის შეზღუდულია და გამოიწვევს ამ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმებას.

3². საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრი-რებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოსთვის საქონლის, გარდა ამ მუხლის 3 1 ნაწილით გათვალისწინებული საქონლისა, მიწოდება უნდა განხორციელდეს ამ კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საბაზრო ფასით.

3³. თუ ამ მუხლის 3 2 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების შედეგად წარმოიქმნა საგადასახადო ვალდებულება, წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე პასუხის-მგებლობა ეკისრება სოლიდარულად საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელს, რომელმაც საერთაშორისო საწარმოს მიაწოდა ამ მუხლის 3 2 ნაწილით გათვალისწინებული საქონელი, და პირს, რომლისგანაც მიეწოდა ან/და შეიძინა საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულმა გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული საქონელი, თუ:
ა) ისინი წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს;
ბ) პირი, რომლისგანაც შეიძინა ან/და მიეწოდა საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელს აღნიშნული საქონელი, მოქმედებდა მესამე პირის სახელით ან დავალებით და რომელიმე მათგანი საგადასახადო ორგანოში ვერ წარადგენს (საწარმოს შემთხვევაში) თავისი დამ-ფუძნებლების/მფლობელების შესახებ მონაცემებს და დარეგისტრირებულია ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს არ აქვს ხელშეკრულება ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ.

3⁴. საერთაშორისო საწარმოს უფლება არა აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, განახორციელოს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისაგან შეძენილი საქონლის მიწოდება.

3⁵. ამ მუხლის 3 1 –3 4 ნაწილების დებულებები არ ვრცელდება საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოსთვის საწვავის, საპოხის, ელექტროენერგიის, წყლის ან/და ბუნებრივი აირის მიწოდებისას.

3⁶. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს იმ მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა გაწევაც შესაძლებელია საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოსთვის.

3⁷. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, აგრეთვე საერთაშორისო საწარმო ვალდებული არიან ამ მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 3 6 ნაწილით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის/მიღების შესახებ აცნობონ საგადასახადო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

4. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს გადამხდელად რეგისტრაციისა და სტატუსის მინიჭების წესები რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით .
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5911 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.31
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2034 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.270

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/26-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/27.md
