---
title: "მუხლი 261. აქციზის გადახდის წესი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/261"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "261"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 261. აქციზის გადახდის წესი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 261 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/261

1. აქციზი ექვემდებარება გადახდას არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

2. თუ გადასახადის გადამხდელს რომელიმე პერიოდისათვის აქვს აქციზის ვადაგადაცილებული დავალიანება, მაშინ ამ დავალიანების წარმოქმნის მომენტიდან მისი დაფარვის მომენტამდე მას ეკრძალება საქონლის მიწოდება (საწყობიდან გატანა) მასზე აქციზის გადაუხდელად. ამ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას აქციზი გადაიხდება ოპერაციის განხორციელების მომენტში.

3. საქონლის იმპორტისას ან/და შავი ან/და ფერადი ლითონების ექსპორტისას აქციზის გადახდევინებას ახორციელებენ საბაჟო ორგანოები საბაჟო გადასახადისათვის მიღებული პროცედურების შესაბამისად.

4. საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული ნაწარმის მწარმოებლები და იმპორტიორები (დეკლარანტები) აქციზური მარკის შეძენისას გადაიხდიან აქციზს და აქციზური მარკების ნომინალურ ღირებულებას სრული ოდენობით. ნომინალის ღირებულება განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/260.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/262.md
