---
title: "მუხლი 262. დეკლარაციის წარდგენა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/262"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "262"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 262. დეკლარაციის წარდგენა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 262 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/262

1. აქციზური საქონლის მწარმოებელმა და ამ კოდექსის 253-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა აქციზის გადამხდელმა ყოველი საანგარიშო თვის მიხედვით უნდა წარადგინონ დეკლარაცია ჩატარებული დასაბეგრი ოპერაციების აღნიშვნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

2. აქციზის გადამხდელმა აქციზის შესახებ დეკლარაციაში უნდა შეიტანოს განაცხადი ჩათვლის თაობაზე ამ კოდექსის 260-ე მუხლის მიხედვით. პირი, რომელიც არ არის აქციზის გადამხდელი, მაგრამ ამ მუხლის მიხედვით უფლება აქვს მიიღოს ჩათვლა, წარადგენს განცხადებას კომპენსაციის მისაღებად ასეთი უფლების წარმოშობიდან 3 თვის განმავლობაში.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2955 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.84
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/261.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/263.md
