---
title: "მუხლი 270⁴. გადასახადის დარიცხვისა და გადახდის წესი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/270-4"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "270^4"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 270⁴. გადასახადის დარიცხვისა და გადახდის წესი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 270⁴ (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/270-4

1. საბაჟო გადასახადის დარიცხვა ხდება საქონლის საბაჟო ღირებულების მიხედვით (გარდა ამ კოდექსის 270 3 მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ხოლო გადახდა – საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას საბაჟო ორგანოების მიერ საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებამდე სხვა საბაჟო გადასახდელებთან ერთად.

2. საბაჟო გადასახადის გადახდის საფუძველია საბაჟო დეკლარაცია.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/270-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/270-5.md
