---
title: "მუხლი 271. გადასახადის გადამხდელი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/271"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "271"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 271. გადასახადის გადამხდელი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 271 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/271

1. ქონების გადასახადის გადამხდელია პირი , რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე :
ა) საკუთრებაში ან არარეზიდენტისაგან ლიზინგით სარგებლობაში აქვს ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი;
ბ ) კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა ( ფაქტობრივ მფლობელობაში იგულისხმება მიწის ფაქტობრივი ფლობა ან მიწით სარგებლობა , გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიწის ფლობისა და მიწით კანონიერი სარგებლობისა );
გ ) ფაქტობრივ მფლობელობაში ან / და სარგებლობაში აქვს გარდაცვლილი პირის საკუთრებაში რიცხული ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც ფაქტობრივი მფლობელის მიერ ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარით , ქირით , უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე .

2. ქონების გადასახადის გადამხდელია აგრეთვე პირი , რომელიც ამ კოდექსის 91- ე მუხლის მიხედვით ითვლება ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტის ცრუმაგიერ მფლობელად .
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/270-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/272.md
