---
title: "მუხლი 272. დაბეგვრის ობიექტი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/272"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "272"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 272. დაბეგვრის ობიექტი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 272 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/272

1. საქართველოს საწარმოსთვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა და საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალური აქტივები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება.

2. უცხოური საწარმოსთვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქონება (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონება).

3. ორგანიზაციისათვის ქონების , გარდა მიწისა , გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის ბალანსზე რიცხული ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქონება ან ქონების ნაწილი , რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის .

4. ფიზიკური პირისთვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილი), დაუმთავრებელი მშენებლობა ან/და იახტები (კატარღები), თვითმფრინავები, შვეულმფრენები, აგრეთვე არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება ან/და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა და საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობები და არამატერიალური აქტივები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება.

5. ( ამოღებულია).

6. საქართველოს ან უცხოური საწარმოსთვის, ორგანიზაციისთვის ან/და ფიზიკური პირისთვის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) საკუთრებაში არსებული მიწა;
ბ) კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა.

7. ამ კოდექსის 271- ე მუხლის პირველი ნაწილის „ გ “ ქვეპუნქტითა და მე -2 ნაწილით განსაზღვრული პირებისათვის დაბეგვრის ობიექტად განიხილება ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული შესაბამისი ქონება .
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №206 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.113
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/271.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/273.md
