---
title: "მუხლი 31. საბიუჯეტო ორგანიზაცია — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/31"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "31"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. საბიუჯეტო ორგანიზაცია — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 31 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/31

1. საბიუჯეტო ორგანიზაციად ითვლება მხარჯავი დაწესებულება ან მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთეული, რომელიც ახორციელებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების, სტანდარტებისა და წესების შესაბამისად.

2. ბიუჯეტის ხარჯების ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით მხარჯავი დაწესებულება არის პირველი თანრიგის დაწესებულება, რომლისთვისაც ბიუჯეტით გათვალისწინებულია ასიგნება ან საშემოსავლო პროგნოზი და რომელიც პასუხისმგებელია ხარჯებისა და შემოსავლების მართვაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/32.md
