---
title: "მუხლი 46. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისთვის შეტყობინების ან სხვა დოკუმენტის გაგზავნა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/46"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "46"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისთვის შეტყობინების ან სხვა დოკუმენტის გაგზავნა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 46 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/46

1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისთვის წერილობითი ფორმით გაგზავნილი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ სახელისა და გვარის მითითებით და დამოწმებული უნდა იყოს ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). გადასახადის გადამხდელს ან მის წარმომადგენელს უნდა ჩაჰბარდეს წერილობითი დოკუმენტის დედანი ან მისი დამოწმებული ასლი. წერილობითი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გაიგზავნა საფოსტო გზავნილით (ასეთ შემთხვევაში დოკუმენტის ჩაბარების თარიღად ითვლება ადრესატის მიერ მისი საფოსტო გზავნილით მიღების თარიღი) ან გადაეცა პირადად გადასახადის გადამხდელს ან მის უფლებამოსილ ან/და კანონიერ წარმომადგენელს.

2. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისთვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/47.md
