---
title: "მუხლი 47. წერილობითი განმარტება საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/47"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "47"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. წერილობითი განმარტება საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 47 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/47

საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე უფლებამოსილია, გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს, სხვა ვალდებულ პირს გაუგზავნოს წერილობითი განმარტება, რომელიც გამოხატავს საგადასახადო ორგანოს პოზიციას პირის მიერ შესრულებული ან შესასრულებელი სამეურნეო ოპერაციისას საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. აღნიშნული განმარტება წარმოადგენს რეკომენდაციას და მას არა აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/47-1.md
