---
title: "მუხლი 57. საგადასახადო ვალდებულება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/57"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "57"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57. საგადასახადო ვალდებულება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 57 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/57

1. საგადასახადო ვალდებულებად ითვლება გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის , სხვა ვალდებული პირის ვალდებულება , გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული და შემოღებული გადასახადი , აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით შემოღებული გადასახადი , ასევე დაკისრებული საგადასახადო სანქცია .

2. საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის საფუძველი, აგრეთვე მისი შესრულების წესი და პირობები რეგულირდება მხოლოდ ამ კოდექსით ან/და საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით.

3. გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს და სხვა ვალდებულ პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრებათ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან , რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის ან / და სანქციის თანხის გადახდას .

4. საგადასახადო ან საბაჟო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში ჯამური საგადასახადო/საბაჟო ვალდებულების თანხის გაანგარიშება ხდება სრულ ლარებში. ამ მიზნით საგადასახადო/საბაჟო ვალდებულება 1 ლარამდე ნულდება.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/56.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/58.md
