---
title: "მუხლი 63. საგადასახადო ვალდებულების შესრულების წესი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/63"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "63"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 63. საგადასახადო ვალდებულების შესრულების წესი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 63 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/63

1. გადასახადის გადამხდელი დაბეგვრის ობიექტის, გადასახადის განაკვეთისა და საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით დამოუკიდებლად გამოიანგარიშებს საანგარიშო პერიოდისათვის გადასახდელ გადასახადის თანხას, თუ საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ კოდექსით ან საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით დადგენილ შემთხვევებში გადასახდელი გადასახადის თანხის გამოანგარიშების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საგადასახადო ორგანოს ან საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს.

3. გადასახადი გამოიანგარიშება შესაბამისი გადასახადისათვის ამ კოდექსით ან საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით დადგენილი წესით.

4. გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი, სხვა ვალდებული პირი ვალდებულია დადგენილ ვადაში გადაიხადოს (გადარიცხოს) გადასახდელი გადასახადის თანხა.

5. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია საგადასახადო ვალდებულების შესრულების წესის ან/და ვადის შეცვლა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/62.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/64.md
