---
title: "მუხლი 66. გადასახადის გადახდის ვადები — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/66"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "66"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66. გადასახადის გადახდის ვადები — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 66 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/66

1. გადასახადის, მათ შორის, გადასახადის მიმდინარე გადასახდელების, გადახდის ვადები დგინდება თითოეული გადასახადის მიმართ. ამასთან, გადასახადის მიმდინარე გადასახდელებში იგულისხმება შუალედური შენატანები, რომელთა გადახდაც ხორციელდება საგადასახადო პერიოდის დამთავრებამდე.

2. გადასახადის გადახდის ვადები შეიძლება განისაზღვროს კონკრეტული კალენდარული თარიღით, დროის მონაკვეთით, გარემოებაზე მითითებით, რომელიც უნდა დადგეს, ან მოქმედებაზე მითითებით, რომელიც უნდა განხორციელდეს.

3. თუ ამ კოდექსით განსაზღვრული არ არის გადასახადის გადახდის ვადა , გადასახადის გადახდა ხორციელდება დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილ ვადებში , ხოლო სხვა შემთხვევაში ( მათ შორის , დამატებით დარიცხული და გადასახდელი თანხებისა ) – გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ „ საგადასახადო მოთხოვნის “ მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში .
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/65.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/67.md
