---
title: "მუხლი 69. გადასახადის გადახდის ადგილი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/69"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "69"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 69. გადასახადის გადახდის ადგილი — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 69 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/69

გადასახადის გადახდა ხორციელდება:
ა) „საგადასახადო მოთხოვნაში“ მითითებული დარიცხვის ადგილის მიხედვით;
ბ) საგადასახადო კანონმდებლობაში მითითებული ადგილის მიხედვით, თუ საჭირო არ არის „საგადასახადო მოთხოვნა“;
გ) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის ან საწარმოს/ორგანიზაციის, მეწარმე ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, თუ საგადასახადო კანონმდებლობაში ადგილი მითითებული არ არის;
დ) საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, თუ გადახდას ასრულებს საგადასახადო აგენტი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/68.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/70.md
