---
title: "მუხლი 70. ბანკებისა და სხვა ორგანიზაციების ვალდებულებანი საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/70"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "70"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 70. ბანკებისა და სხვა ორგანიზაციების ვალდებულებანი საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 70 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/70

1. ბანკები და ცალკეულ სახეობათა საბანკო ოპერაციების შემსრულებელი სხვა ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, უპირველეს ყოვლისა, შეასრულონ გადასახადის გადამხდელის (სხვა ვალდებული პირის) საგადახდო დავალებები და საგადასახადო ორგანოების გადაწყვეტილებები (საინკასო დავალებები) გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის გადახდის თაობაზე.

2. ბანკების მიერ საგადახდო დავალება ან საინკასო დავალება სრულდება არა უგვიანეს აღნიშნული დავალების ან გადაწყვეტილების მიღების დღის მომდევნო საოპერაციო დღისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საინკასო დავალების მომსახურება ხორციელდება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის ხარჯზე იმავე ფასად, როგორც მისი საგადახდო დავალების შესრულება.

3. გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ანგარიშებზე ( მათ შორის , სავალუტო ანგარიშებზე ) ფულადი სახსრების არსებობისას ბანკს უფლება არა აქვს შეაფერხოს გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საგადახდო დავალება ან / და საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება შესაბამის ბიუჯეტში გადასახადის ჩარიცხვის თაობაზე . თუ გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს ანგარიშებზე ( მათ შორის , სავალუტო ანგარიშებზე ) არ გააჩნია ფულადი სახსრები ან ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები არასაკმარისია საგადახდო დავალების ან / და საინკასო დავალების შესასრულებლად , მათი აღსრულება ხორციელდება ამ ანგარიშებზე ფულადი სახსრების ჩარიცხვის შესაბამისად , არა უგვიანეს ყოველი ასეთი ჩარიცხვის დღის მომდევნო საოპერაციო დღისა . გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ეროვნულ ვალუტაში ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების არასაკმარისობის დროს უცხოური სავალუტო ანგარიშის არსებობის შემთხვევაში ბანკი ახორციელებს ამ ანგარიშზე არსებული თანხის კონვერტაციას ეროვნულ ვალუტაში .

4. ( ამოღებულია ).

5. ( ამოღებულია ).
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/69.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/71.md
