---
title: "მუხლი 71. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/71"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "71"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 71. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 71 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/71

1. თუ კონკრეტული გადასახადის ან / და სანქციის გადახდილი თანხა აღემატება დარიცხული გადასახადის ან / და სანქციის თანხას , გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის , სხვა ვალდებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო :
ა ) ზედმეტად გადახდილ თანხას გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს , სხვა ვალდებულ პირს ჩაუთვლის მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში ;
ბ ) ზედმეტად გადახდილ თანხას გადაიტანს სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის , სხვა ვალდებული პირის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშებში კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის სახეებში მობილიზებული სახსრების ფარგლებში .

2. თუ გადასახადებისა და სანქციების გადახდილი თანხების ჯამი აღემატება დარიცხული გადასახადებისა და სანქციების თანხების ჯამს , გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის , სხვა ვალდებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო მოთხოვნიდან არა უგვიანეს 3 თვისა გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს , სხვა ვალდებულ პირს უბრუნებს დარჩენილ თანხას სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში .

3. თუ გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის , სხვა ვალდებული პირის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა გადაიტანება სხვა გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში , გადასახადის გადამხდელისათვის / საგადასახადო აგენტისათვის , სხვა ვალდებული პირისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს , რომელი გადასახადის ანგარიშზე ( ანგარიშებზე ) იქნა გადატანილი ზედმეტად გადახდილი თანხა .

4. გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის , სხვა ვალდებული პირის მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა სხვა პირის საგადასახადო დავალიანებების დაფარვის ანგარიშში არ გადაიტანება .

5. ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელიც ახორციელებს ელექტრონულ დეკლარირებას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და პირობებით შესაძლებელია განხორციელდეს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნება ან საბაჟო გადასახდელებში ჩათვლა.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2955 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.84
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/70.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/72.md
