---
title: "მუხლი 73. ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების აღრიცხვა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/73"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "73"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 73. ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების აღრიცხვა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 73 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/73

1. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ბიუჯეტში ჩარიცხულ საგადასახადო შემოსავლებს აღრიცხავენ საგადასახადო ორგანოები გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო ვალდებულებების დარიცხული და გადახდილი გადასახადის თანხების ასახვით.

2. პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/72.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/74.md
