---
title: "მუხლი 79¹. . საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას განსაკუთრებული პირობების მოქმედების ვადა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/79-1"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "79^1"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 79¹. . საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას განსაკუთრებული პირობების მოქმედების ვადა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 79¹ (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/79-1

1. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს ფინანსთა მინისტრს შეუძლია გამოსცეს ბრძანება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ. ბრძანებაში მიეთითება განსაკუთრებული პირობების მოქმედების ვადა, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.

2. თუ განსაკუთრებული პირობების მოქმედების ვადა თავდაპირველად დაწესებული იყო 90 დღეზე ნაკლები ხნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 90 დღემდე. განსაკუთრებული პირობების მოქმედების ვადის 90 დღეზე მეტი ხნით გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/79.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/79-2.md
