---
title: "მუხლი 79⁴. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულები ს გადავადება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/79-4"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "79^4"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 79⁴. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულები ს გადავადება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 79⁴ (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/79-4

საქართველოს ფინანსთა მინისტრს ამ კოდექსის 79 1 მუხლის პირველი ნაწილით გა ნსაზღვრული ბრძანებით უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულების გადავადების შესახებ. ამ შემთხვევაში ბრძანება უნდა მოიცავდეს:
ა) გადასახადებს (მოგების, საშემოსავლო ან/და ქონების), რომლებზედაც გავრცელდება მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულების გადავადება;
ბ) პროცედურებს, რომელთა საშუალებითაც გადასახადის გადამხდელები ამ მუხლის საფუძველზე შეძლებენ მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულების შეჩერების მოთხოვნას და შეჩერების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/79-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/79-5.md
