---
title: "მუხლი 79⁵. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას განადგურებული და დაზიანებული ქონების ჩამოწერის უფლება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/79-5"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "79^5"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 79⁵. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას განადგურებული და დაზიანებული ქონების ჩამოწერის უფლება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 79⁵ (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/79-5

1. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას პირს ( გადასახადის გადამხდელს) უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოქვითოს:
ა) საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებული და დაზიანებული ფასეულობა, რომელმაც დაკარგა ღირებულება ან რომელსაც შეუმცირდა ღირებულება – შემცირებული ღირებულების ოდენობით;
ბ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული აქტივების ღირებულება, ხოლო თუ პირი იბრუნებს შესაძლებლობას, ამ აქტივების მიმართ განახორციელოს მესაკუთრის ან/და მოსარგებლის უფლებამოსილება, იგი ვალდებულია აქტივების ღირებულება შეიტანოს თავის ერთობლივ შემოსავალში.

2. აქტივების ჩამოწერის შესახებ გადასახადის გადამხდელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგენს განცხადებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით. [ ამ მუხლი ს მოქმედება გავრცელდეს 2008 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე]
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
თავი X
„საგადასახადო მოთხოვნა,“ „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ და მათი შესრულება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/79-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/80.md
