---
title: "მუხლი 80. „ საგადასახადო მოთხოვნა “ — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/80"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "80"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 80. „ საგადასახადო მოთხოვნა “ — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 80 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/80

1. „ საგადასახადო მოთხოვნა “ არის საგადასახადო ორგანოს მიერ მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი , რომელიც წარედგინება გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს . „ საგადასახადო მოთხოვნის “ შესრულება სავალდებულოა ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით .

2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია , გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს წარუდგინოს „ საგადასახადო მოთხოვნა “, თუ არსებობს მისი წარდგენის საფუძველი . წარდგენის კონკრეტულ საფუძველზე შესაბამის პირებს წარედგინება მხოლოდ ერთი „ საგადასახადო მოთხოვნა “.

3. საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს „ საგადასახადო მოთხოვნას “ უგზავნის გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების მასალებზე თანხების დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის / მოადგილის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში . „ საგადასახადო მოთხოვნის “ გამოცემის წესი , ფორმა და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით .

4. „ საგადასახადო მოთხოვნის “ წარდგენის საფუძვლებია :
ა ) იმ გადასახადების დარიცხვის ვალდებულება , რომელთა გაანგარიშებაც აკისრია საგადასახადო ორგანოს ;
ბ ) გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების მასალებზე თანხების ( საგადასახადო სანქციების ან / და დამატებით დარიცხული გადასახადების ) დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის / მოადგილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ;
გ) ამ კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

5. „საგადასახადო მოთხოვნაში“ უნდა აღინიშნოს:
ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება და მისამართი;
ბ) „საგადასახადო მოთხოვნის“ გაგზავნის (გადაცემის) თარიღი;
გ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი);
დ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე ) მისი წარდგენის საფუძველი , საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა , რომლის თანახმადაც მოხდა გადასახადის ან / და საგადასახადო სანქციის დარიცხვა ან რომელიც დაარღვია გადასახადის გადამხდელმა / საგადასახადო აგენტმა ან სხვა ვალდებულმა პირმა ;
ვ) მისი შინაარსი (დაბეგვრის ობიექტი, დარიცხული გადასახადის, საურავისა და ჯარიმის ოდენობა, ამ მოთხოვნის შესრულების ვადა, გადახდის წესი);
ზ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის უფლებები და ვალდებულებები (მათ შორის, „საგადასახადო მოთხოვნის“ გასაჩივრების წესი);
თ) მისი შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიმართ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

6. „საგადასახადო მოთხოვნა“ შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/79-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/81.md
