---
title: "მუხლი 82. „ საგადასახადო მოთხოვნისა “ და „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის “ შესრულება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/82"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "82"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 82. „ საგადასახადო მოთხოვნისა “ და „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის “ შესრულება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 82 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/82

1. გადასახადის გადამხდელმა / საგადასახადო აგენტმა ან სხვა ვალდებულმა პირმა „ საგადასახადო მოთხოვნა “ უნდა შეასრულოს მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში , თუ ამ კოდექსით სხვა ვადა არ არის დადგენილი .

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადაში გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ :
ა ) დარიცხული თანხის გადაუხდელობისა და ამ კოდექსის 147- ე მუხლის მე -2 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის წარდგენის ან სასამართლოში „ საგადასახადო მოთხოვნაზე “ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები , რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 150- ე მუხლით ;
ბ ) დარიცხული თანხის გადაუხდელობისა და ამ ნაწილის „ ა “ ქვეპუნქტში აღნიშნული საჩივრის ან სარჩელის წარუდგენლობის შემთხვევაში , რაც განიხილება საგადასახადო ვალდებულების აღიარებად , მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კოდექსის XI თავით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში „ საგადასახადო მოთხოვნაზე “ ვადის დაუცველად შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება , ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო .

3. ( ამოღებულია ).

4. საგადასახადო ორგანომ „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა “ მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდა შეასრულოს მისი მიღებიდან 3 თვის ვადაში , თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი .
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1414 - სსმ I, №17, 23.04.2005წ., მუხ.106
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/81.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/83.md
