---
title: "მუხლი 83. „ საგადასახადო მოთხოვნისა “ და „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის “ შეწყვეტა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/83"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "83"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 83. „ საგადასახადო მოთხოვნისა “ და „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის “ შეწყვეტა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 83 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/83

1. „საგადასახადო მოთხოვნა“ და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ წყდება მისი შესრულებით ან გაუქმებით.

2. „საგადასახადო მოთხოვნა“ შესრულებულად ითვლება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ „საგადასახადო მოთხოვნაში“ აღნიშნული თანხის სრული მოცულობით გადახდის მომენტიდან.

3. „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ შესრულებულად ითვლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მასში აღნიშნული თანხის სრული მოცულობით გადახდის მომენტიდან.

4. „ საგადასახადო მოთხოვნა “ და „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა “ უქმდება , თუ მოთხოვნის წარმდგენმა უარი განაცხადა მასზე , ან თუ „ საგადასახადო მოთხოვნაში “ მითითებული პირის ან „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის “ წარმდგენი პირის სარჩელის საფუძველზე მოთხოვნა ცნობილი იქნა უკანონოდ ან დაუსაბუთებლად .
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1414 - სსმ I, №17, 23.04.2005წ., მუხ.106
თავი XI
საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/82.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/84.md
