---
title: "მუხლი 84¹. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/84-1"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "84^1"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 84¹. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 84¹ (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/84-1

1. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება შეჩერდეს გადასახადის გადამხდელის დასაბუთებული წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე , რომელსაც უნდა ერთოდეს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ( გადასახდელი გადასახადის ან / და სანქციის და შეჩერების პერიოდში მასზე დარიცხული საურავის ოდენობის გათვალისწინებით ) საბანკო გარანტია ან ფინანსური გარანტია .

2. საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს:
ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან შემოსავლების სამსახურის უფროსი, თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება არ აღემატება 5 000 000 ლარს;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი, თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება აღემატება 5 000 000 ლარს.

3. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საგადასახადო ვალდებულებების დაფარვაზე იდება ხელშეკრულება , რომლითაც განისაზღვრება დაფარვის გრაფიკი და სხვა პირობები .

4. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევისას ან / და საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის პერიოდში მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნისას წარდგენილი საბანკო გარანტია ან ფინანსური გარანტია უპირობოდ სრულდება .

5. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ შეიძლება შეჩერდეს , თუ :
ა ) გადასახადის გადამხდელის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გამო ;
ბ ) მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გამო .

6. ამ მუხლის მე -5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ითვლება ბათილად , ხოლო ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება – ბათილ გარიგებად .

7. გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ მუხლის მე -6 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მომენტიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს გადასახადის გადამხდელს და საგადასახადო ორგანოს მისი საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით . ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნისას წარდგენილი საბანკო გარანტია ან ფინანსური გარანტია უპირობოდ სრულდება .

8. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება არ ათავისუფლებს გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახადის არადროულად ჩარიცხვის გამო დარიცხული საურავის გადახდისაგან .

9. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება ვადამდე წყდება :
ა ) შესაბამისი გადაწყვეტილების ( ხელშეკრულების ) ვადის ამოწურვისას ;
ბ ) თუ გადასახადის გადამხდელი დადგენილი ვადის ამოწურვამდე სრულად გადაიხდის გადასახადის კუთვნილ თანხებს და შესაბამის საურავს ;
გ ) თუ გადასახადის გადამხდელი დაარღვევს გადავადების ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს .

10. გადაწყვეტილებას საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილი პირი მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით გადასცემს გადასახადის გადამხდელს ამ კოდექსით დადგენილი წესით . გადაწყვეტილების ასლი ამავე ვადაში ეგზავნება საგადასახადო ორგანოს მისი საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით .

11. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით .
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/84.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/85.md
