---
title: "მუხლი 90. გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/90"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "90"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 90. გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 90 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/90

1. თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარად არასაკმარისია ამ კოდექსის 89-ე მუხლით გათვალისწინებული და საგადასახადო ორგანოს მიერ გატარებული ღონისძიება, მაშინ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მოსამართლის ბრძანების გარეშე განახორციელოს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სალაროს სეიფიდან ან სხვა სათავსიდან (გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ბინისა) არსებული ნაღდი ფულადი სახსრების (მათ შორის, უცხოური ვალუტის) ამოღება აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვისათვის აუცილებელი ოდენობით. ნაღდი ფულადი სახსრების ამოღების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. მოვალის სალაროდან ან სხვა სათავსიდან ამოღებული ნაღდი ფულადი სახსრები შესაბამისი ბიუჯეტების ანგარიშზე ჩარიცხვის მიზნით იმავე დღეს უნდა იქნეს შეტანილი საბანკო დაწესებულებაში. თუ აღნიშნული ფულადი სახსრების შეტანა საბანკო დაწესებულებაში იმავე დღეს შეუძლებელია, ისინი შეტანილ უნდა იქნეს საბანკო დაწესებულებაში უახლოეს სამუშაო დღეს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/89.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/91.md
