---
title: "მუხლი 92. გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/92"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "92"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 92. გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 92 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/92

1. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებები ჩამოიწერება, თუ:
ა) იგი აღიარებულია უიმედო საგადასახადო დავალიანებად;
ბ) საგადასახადო ვალდებულებები შეწყვეტილია ამ კოდექსის 62-ე მუხლის ან საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების საფუძველზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

3. თუ პირი, რომელსაც ჩამოეწერა უიმედო საგადასახადო დავალიანება, აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას ან/და დადგინდა, რომ მას აქვს ქონება, მაშინ ამ პირის მიმართ განახლდება ადრე ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების მოქმედება, საურავის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება.
კარი V
საგადასახადო ანგარიშგება
თავი XII
გადასახადით დასაბეგრი ობიექტების აღრიცხვა და საგადასახადო ანგარიშგება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/91.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/93.md
