---
title: "მუხლი 97¹. საკონტროლო - სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/97-1"
law: "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"
article: "97^1"
identifier: "692"
adopted: "2004-12-22"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 97¹. საკონტროლო - სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება — საქართველოს საგადასახადო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 97¹ (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/97-1

1. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ საქონლის / მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება მხოლოდ საკონტროლო - სალარო აპარატების გამოყენებით .

2. საკონტროლო - სალარო აპარატები უნდა იყოს ქართულენოვანი , ფისკალური მეხსიერების მქონე , სახელმწიფო რეესტრში შეტანილი , ტექნიკურად გამართული , საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული და სათანადო წესით დალუქული .

3. საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო - სალარო აპარატების მიმართ წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს , მათი ექსპლუატაციის ( გამოყენების ) წესებს , სახელმწიფო რეესტრის წარმოების , საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის და საკონტროლო - სალარო აპარატების ( მათ შორის , ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების ) დალუქვის წესებს , ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის წარმოებისა და რეგისტრაციის წესებს , აგრეთვე სალაროს ჩეკში შესატან აუცილებელ რეკვიზიტებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი .

4. საკონტროლო - სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან :
ა ) პირები მომხმარებლებთან ანგარიშსწორების იმ ნაწილში , სადაც გამოიყენება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ფაქტის დამადასტურებელი , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი ;
ბ ) ფიზიკური პირები , რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახდენენ პირად ან საოჯახო მეურნეობაში მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ან მისგან წარმოებული ( გადამუშავებული ) საქონლის რეალიზაციას – საქმიანობის ამ ნაწილში ;
გ ) მეწარმე ფიზიკური პირები – ამ კოდექსის 168- ე მუხლის პირველი ნაწილის „ ლ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის ნაწილში ;
დ ) ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირები , რომლებსაც ამ კოდექსით არ აქვთ საგადასახადო ორგანოში მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის ვალდებულება ;
ე ) პირები , რომლებიც საქონლის / მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებენ მომხმარებლების ტერიტორიაზე ( სახლებში , ორგანიზაციებში , საწარმოებში ) – საქმიანობის ამ ნაწილში , ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გაცემის პირობით ;
ვ ) პირები , რომლებიც საქონლის / მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებენ ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობების მეშვეობით – საქმიანობის ამ ნაწილში ;
ზ ) მეწარმე ფიზიკური პირები , რომლებიც ახორციელებენ ქუჩაში დატარების ფორმით წვრილ საცალო ვაჭრობას , გაზეთებისა და ჟურნალების გაყიდვას ქუჩაში დადგმული სტენდებიდან / მაგიდებიდან – საქმიანობის ამ ნაწილში ;
თ ) პირები – ამ კოდექსის 172- ე მუხლის „ დ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის ნაწილში .

5. საკონტროლო - სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულების მქონე პირებმა უნდა უზრუნველყონ :
ა ) საქართველოს კანონმდებლობით საკონტროლო - სალარო აპარატების ექსპლუატაციის ( გამოყენების ) წესების დაცვა ;
ბ ) საქონლის / მომსახურების მიწოდების ღირებულების ნაღდი ფულით ანაზღაურებისას მომხმარებელზე საკონტროლო - სალარო აპარატის მიერ ამობეჭდილი ჩეკის გაცემა ( იმ შემთხვევის გარდა , როცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გაიცემა ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი ), რომელიც ადასტურებს საქონლის / მომსახურების მიწოდების ოპერაციასთან დაკავშირებით შესაბამისი ნაღდი ფულის გადახდის ფაქტს .

5¹. პირი ვალდებულია საკონტროლო-სალარო აპარატის დაზიანების აღმოფხვრამდე შეაჩეროს საქონლის/მომსახურების მიწოდებისას მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება.

6. ამ თავისა და ამ კოდექსის 139- ე მუხლის მიზნებისათვის , მომხმარებლად ჩაითვლება პირი , რომელიც ნაღდი ფულით ( სრულად ან ნაწილობრივ ) ანაზღაურებს მისთვის მიწოდებულ / მისაწოდებელ საქონელზე / მომსახურებაზე გადასახდელ თანხას , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც თანხა ანაზღაურდება მისთვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების მიხედვით განსაზღვრული საქონლის / მომსახურების ღირებულების დასაფარავად .
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2546 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.28
საქართველოს 2006 წლის 2 მარტის კანონი №2716 - სსმ I, №7, 20.03.2006წ., მუხ.53
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/97.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32842-sakartvelos-sagadasakhado-kodeksi/97-2.md
