---
title: "მუხლი 27. მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/27"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "27"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/27

1. მეურვეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას, ვადიან თავისუფლების აღკვეთას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან; ბ) დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს; გ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს მეურვის უფლებამოსილებას; დ) 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ ან ვერ განახორციელებს მეურვის უფლებამოსილებას; ე) საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება თანამდებობიდან – განცხადების საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად წარდგენის (ჩაბარების) დღიდან; ვ) გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან.

2. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878) .

3. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878) .

4. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878) .

5. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878) .

6. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878) .

7. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878) .

8. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878) . საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3373 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №952 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3878 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/28.md
