---
title: "მუხლი 31. საზოგადოებრივი საბჭოები — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/31"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "31"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. საზოგადოებრივი საბჭოები — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/31

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საზოგადოებრივი ინტერესებისა და მოთხოვნილებების წარმოდგენის, აგრეთვე ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული შინაარსობრივი ვალდებულებების განხორციელების უზრუნველსაყოფად იქმნება საზოგადოებრივი საბჭოები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან საზოგადოების უშუალო მონაწილეობით შეიმუშაონ რეკომენდაციები საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის.

2. საზოგადოებრივი საბჭოების რაოდენობა, ფორმირებისა და საქმიანობის წესი და ფუნქციები განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/30-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/32.md
