---
title: "მუხლი 34. აუდიტი — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/34"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "34"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. აუდიტი — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/34

1. სამეურვეო საბჭოს მიერ კონკურსის წესით დანიშნული, საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა წელიწადში ერთხელ ატარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარე აუდიტს.

2. სამეურვეო საბჭოს მიერ კონკურსის წესით დანიშნული, საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა წელიწადში ერთხელ ატარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გარე აუდიტს.

3. გენერალური დირექტორი კონკურსის წესით ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს, რომელიც რეგულარულად ატარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა აუდიტს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორი ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორის წინაშე.

4. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი კონკურსის წესით ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს აუდიტორს, რომელიც რეგულარულად ატარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შიდა აუდიტს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს აუდიტორი ანგარიშვალდებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის წინაშე.

5. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, გენერალურ დირექტორს, სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთ მესამედს უფლება აქვს, დაავალოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს დამატებითი აუდიტის ჩატარება.

6. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს, სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთ მესამედს უფლება აქვს, დაავალოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს აუდიტორს დამატებითი აუდიტის ჩატარება. საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2471 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.397 საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3461 – ვებგვერდი, 21.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/35.md
