---
title: "მუხლი 35. სამეურვეო საბჭოს ანგარიში — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/35"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "35"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. სამეურვეო საბჭოს ანგარიში — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/35

1. სამეურვეო საბჭო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს პარლამენტსა და კომისიას წარუდგენს და აქვეყნებს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო პოლიტიკის შესახებ; ბ) საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტების შესახებ; გ) მიმდინარე და სამომავლო პროგრამათა განრიგის შესახებ; დ) დამოუკიდებელი პროგრამებისა და მათი მწარმოებლების შესახებ; ე) საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ; ვ) განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ; ზ) საჯარო განხილვების შინაარსისა და მოქალაქეთა წინადადებების შესახებ; თ) საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე საწარმოების შესახებ; ი) საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ; კ) საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის შესრულების შესახებ; ლ) შიდა აუდიტისა და გარე აუდიტის დასკვნებს.

3. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის შედეგები შეძლებისდაგვარად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროგრამულ პრიორიტეტებში.

4. საქართველოს პარლამენტის წევრს უფლება აქვს, გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის შესახებ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3461 – ვებგვერდი, 21.07.2023წ. თავი III I . საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/35-1.md
