---
title: "მუხლი 36. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის საფუძვლები — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/36"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "36"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის საფუძვლები — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/36

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციისა და ლიცენზირების მიზნებისთვის მაუწყებლობის სფეროს მიეკუთვნება მედიამომსახურებები და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურებები.

2. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ, აგრეთვე ამ საქმიანობის ლიცენზირების ან/და ავტორიზაციის საფუძველზე.

3. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა, გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა, ექვემდებარება ავტორიზაციას.

4. ლიცენზია გაიცემა მხოლოდ რადიომაუწყებლობისთვის და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხორციელდება სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით. საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4525 - ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/35-9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/36-1.md
