---
title: "მუხლი 40². კომერციული გადაფარვა — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/40-2"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "40^2"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40². კომერციული გადაფარვა — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 40² (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/40-2

1. მაუწყებლობის/გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების გადაცემის კომერციული გადაფარვა ან მოდიფიცირება დაიშვება მხოლოდ მაუწყებლის/გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის თანხმობით.

2. მაუწყებლის/გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის თანხმობა არ მოითხოვება, თუ კომერციული გადაფარვა ემსახურება: ა) მოწყობილობის კონტროლის ინტერფეისს ან პროგრამის ნავიგაციის ისეთ საშუალებებს, როგორებიც არის ხმის სარეგულირებელი, ძებნის, ნავიგაციის, არხების სიის ფუნქციონალი; ბ) საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას.

3. დასაშვებია მონაცემების კომპრესიის ტექნიკის და სხვა ისეთი ტექნიკის გამოყენება, რომელთა მიზანია შესაბამისი მომსახურების მედიუმთან ადაპტაცია, მაუწყებლობის/გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შინაარსის შეუცვლელად. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/40-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/41.md
