---
title: "მუხლი 42. განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/42"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "42"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/42

კომისია წარმოებაში არ მიიღებს: ა) სალიცენზიო განცხადებას, თუ არასრულყოფილადაა წარდგენილი ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია; ბ) სალიცენზიო განცხადებას/ავტორიზაციის მსურველის განცხადებას, თუ იგი წარადგინა ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა პირმა/ორგანომ; გ) ახალ სალიცენზიო განცხადებას, თუ იგი წარადგინა ლიცენზიის მფლობელმა ამ კანონით გათვალისწინებული დარღვევისათვის მის მიმართ კომისიის მიერ სანქციის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №66 - სსმ I, №12, 14.07.2008წ., მუხ.88 საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/43.md
