---
title: "მუხლი 45⁷. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ადეკვატურობა და პროპორციულობა — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/45-7"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "45^7"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45⁷. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ადეკვატურობა და პროპორციულობა — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 45⁷ (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/45-7

1. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელი ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა იყოს ადეკვატური და პროპორციული. ღონისძიებების პირობები და მოცულობა განისაზღვრება პლატფორმაზე განთავსებული მასალის ბუნების შესაბამისად, გაითვალისწინება მასალის განთავსებით გამოწვეული სავარაუდო ზიანი, დასაცავ პირთა ჯგუფის მახასიათებლები, აგრეთვე ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების, ვიდეოგაზიარების პლატფორმაზე მასალის ამტვირთავი მომხმარებლებისა და საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესები.

2. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ადეკვატურობას აფასებს კომისია, მათ შორის, ამ მომსახურების მიმწოდებლის ზომის, მის მიერ შეთავაზებული მომსახურების ბუნებისა და მომხმარებელთა რაოდენობის გათვალისწინებით. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/45-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/45-8.md
