---
title: "მუხლი 49. არქივი — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/49"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "49"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. არქივი — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/49

ყველა ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირი ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს თავის მიერ გავრცელებული პროგრამები, ვიდეორგოლები და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციები. დავის არსებობის შემთხვევაში დავასთან დაკავშირებული პროგრამები, ვიდეორგოლები და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციები დავის დასრულებამდე ინახება. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/48-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/50.md
