---
title: "მუხლი 50. ქცევის კოდექსი — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/50"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "50"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50. ქცევის კოდექსი — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 50 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/50

1. კომისია მედიამომსახურების მიმწოდებლებთან, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსსა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს მედიამომსახურების მიმწოდებლებსა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს, საკუთარი ინიციატივით, ერთობლივად ან დამოუკიდებლად შეიმუშაონ მათ მიერ საქმიანობის განხორციელებისას ქცევის წესები. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/51.md
