---
title: "მუხლი 55¹. პოლიტიკური დისკუსია საზოგადოებრივი მაუწყებლის და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეთერში — მაუწყებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/55-1"
law: "მაუწყებლობის შესახებ"
article: "55^1"
identifier: "780"
adopted: "2004-12-23"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55¹. პოლიტიკური დისკუსია საზოგადოებრივი მაუწყებლის და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეთერში — მაუწყებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 55¹ (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/55-1

საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან, არჩევნებს შორის პერიოდში ყოველკვირეულად განათავსონ თავიანთ ეთერში გადაცემები, რომელთა მიზანია ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებთან დაკავშირებით პოლიტიკური დისკუსიის გამართვა, და არადისკრიმინაციულად უზრუნველყონ ამ გადაცემებში საქართველოს პარლამენტში არსებული პოლიტიკური ძალების (ფრაქციების), აგრეთვე იმ პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლობა, რომლებიც დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ. საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №437 - სსმ I, №31, 12.11.2008წ., მუხ.207 საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32866-mauwqeblobis-shesakheb/55-2.md
